ათი საუკეთესო მიზეზი,თუ რატომ უნდა დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი
2013, 19 მარტი, 13:21
|
![]() მაშ ასე: 1.დავიწყოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანით - ფულით.ბევრი ადამიანი ჩივის, რომ მას არ აქვს ფული, ან არასაკმარისი აქვს ის.მწეველებმა უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს:ვინც ყოველდღიურად ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, იგი დაახლოებით 2ლარს ხარჯავს ამაში.წელიწადში ეს გამოდის 800 ლარამდე (არ დაგავიწყდეთ, რომ სიგარეტის მოსაკიდებლად სანთებელა ან ასანთიც გჭირდებათ).წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა გიწევთ ამ თანხის საშოვნელად და რამდენ სასიკეთო საქმეში შეიძლება გამოიყენოთ ის. 2.მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ნამდვილი გმირები იყვნენ საწოლში, დროთა განმავლობაში სექსში არასასურველი პარტნიორები ხდებიან ქალებისათვის.მამაკაცებო, ხომ არ არის ეს სიგარეტის ბრალი?ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. 3. ![]() 4.დასაოჯახებელი ბრძანდებით? თუ მწეველი ხართ, შეიძლება ასეც დარჩეთ.გამოკითხული 5000-მდე დასაოჯახებელი ადამიანის 63%-ს ვერც კი წარმოუდგენია მწეველთან თანაცხოვრება. 5. ![]() 6.სიგარეტი სხვა მძიმე დაავადებების გამომწვევიცაა.იგი ითვლება კიბოს წარმომშობად, შეიცავს მაღალტოქსიკურ ნივთიერებებს.ნიკოტინი წარმოადგენს ნერვის შხამს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და მაღალ არტერიულ წნევას. 7.დამტკიცებულია, რომ მწეველები უფრო ადვილად ცივდებიან და ძნელად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე არამწეველები.ამის მიზეზი გახლავთ დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც სიგარეტის წევისაგან არის გამოწვეული. 8.იცით ვაშლის ან ახლადდაკრეფილი მარწყვის გემო?მწეველებმა ამ კითხვაზე უდაოდ თავი უნდა გაიქნიონ, რადგან სიგარეტი ხელს უშლის გემოსა და სუნის რეალურად აღქმას.გასინჯეთ ახალი ხილი სიაგრეტის მოწევისას, დაიმახსოვრეთ მისი გემო და 48 საათის შემდეგ, ისე რომ აღარ მოწიოთ, ისევ დააგემოვნეთ იგივე ხილი, თქვენ ნამდვილ აღმოჩენას გააკეთებთ. 9.სიგარეტის მოწევა არ ითვლება სექსუალურად, როგორც ეს უამრავ ფილმში იყო ძველად წარმოდგენილი.მწეველი მარლენ დიტრიხი ან ოდრი ჰეპბერნი უწინ კარგად ტონად ითვლებოდა, მაგრამ თავად განსაჯეთ, მოგეწონებოდათ საოცნებო ქალები რომ გეხილათ მოყვითალო ხელის თითებით ან მონაცრისფრო და მოჭმუჭნული კანით? 10.სიგარეტის თავის დანებებით ბევრი რამ შეიცვლება თქვენს სხეულში: უკანსკნელი მოწეული სიგარეტიდან 20 წუთში ნორმაში დგება სისხლის მოქმედება, 8 საათის შემდეგ თქვენ აღარ გაქვთ მწეველისათვის დამახასიათებელი მძიმე სუნთქვა, 3 დღის შემდეგ საგრძნობლად გიუმჯობესდებათ სუნთქვა, 3 თვის შემდეგ თქვენი ფილტვები ხდება თავდაცვისუნარიანი ბაქტერიების წინაშე, სისხლი უკეთესად ცირკულირდება სისხლძარღვებში.ერთი წლის შემდეგ თქვენი გულის დაავადების რისკი უტოლდება არამწეველისას.ათი წლის შემდეგ კი თქვენი ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი უთანაბრდება არამწეველისას. ნუ გაცვლით სიცოცხლესა და კეთილდღეობას სიგარეტზე!!!
BBC-ს ცნობით, ინგლისში ელ. სიგარეტის მოწევაზე გადასვლამ შესაძლებელია 10-ჯერ შეამციროს სიკვდილიანობა, 60000-დან 6000-მდე წელიწადში. დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების კვლევის ნაციონალური ცენტრის მეცნიერები ამიტკცებენ, რომ ელ. სიგარეტი, სხვა ტრადიციული მეთოდებთან შედარებით, თამბაქოს მოწევისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
BBC გვაცნობებს, რომ 50-ზე მეტმა მეცნიერმა და ექსპერტმა სხვადასხვა ქვეყნებიდან მიმართეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციას: მათ მიაჩნიათ, რომ ელ. სიგარეტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უსაფუძვლოა და ქმნის მხოლოდ პანიკას. 2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელ.სიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება. თუ დიდი ბრიტანეთის 9 მილიონი თამბაქოს მწეველი გადავა ელ. სიგარეტის მოწევაზე, დიდ ბრიტანეთს საშუალება ექნება 10-ჯერ შეამციროს თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული ყოველწლიური სიკვდილიანობა 60000-დან 6000-მდე. ელექტრონული სიგარეტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ელ.სიგარეტის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე არ არის შესწავლილი და ითხოვენ ამ ბაზრის მკაცრ კონტროლს. ლონდონის კოლეჯის University College London პეოფესორი რობერ ტვესთი ამტკიცებს, რომ ელ. სიგარეტის ორთქლი თამბაქოს კვამლისგან განსხვავებით არ შეიცავს ტოქსინებს და კონციროგენებს, ხოლო ნიკოტინის კონცენტრაცია ელ. სიგარეტის ორთქლში 20-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში. დადგენილია, რომ ელ. სიგარეტის გამონაბოლქვი არ შეიცავს ფისებს და 400-ზე მეტი დასახელების მავნე ქიმიურ შენაერთს, რომლებიც წარმოიშვებიან თამბაქოს მოწევის დროს და რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. მის დასკვნას ეთანხმებიან დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების კვლევის ნაციონალური ცენტრის (National Addiction Centre)და დედოფალი მარიას სახელობის უნივერსიტეტის დამოკიდებულების კვლევის დეპარტამენტის (Queen Mary University) მეცნიერები. ისინი ამიტკცებენ, რომ ელ. სიგარეტი, სხვა ტრადიციული მეთოდებთან შედარებით, თამბაქოს მოწევისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მეცნიერების მიერ ელ.სიგარეტი წარდგენილია ჯანდაცვის სფეროში 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებათა სიაში შესატანად. მსოფლიოს სტატისტიკით, ელექტრონულ სიგარეტზე უკვე გადასულია თამბაქოს მწეველების 12% და მისი დახმარებით თამბაქოს წევას თავი დაანება ყოფილ მწეველთა 70%-მა. |
Комментариев нет:
Отправить комментарий